logo_geo
eng_logo
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა
- +

3 დეკემბერი. 2023. 20:34

 

 

2 დეკემბერს ანტვერპენში, (Elizabethzall) საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ წულუკიძე დაესწრო.

 

ვერიკო ჭუმბურიძემ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

 

ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). აღსანიშნავია, რომ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme ;  

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en .

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner