logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია
- +

3 დეკემბერი. 2023. 23:52

 

 

ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უკვე მისულია იმ აზრამდე, რომ საქართველო, როგორც ეს ხდებოდა მრავალი საუკუნის წინ, ნამდვილად არის ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე და ის ნამდვილად იმსახურებს ევროპის ერთიან ოჯახში ყოფნას, - ამის შესახებ რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ ევროპული პერსპექტივით შემოიფარგლა. ამან ძალიან ცუდი, არასწორი ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ჩვენ უფრო მალე მივაღწევდით ბევრ შედეგს ბევრი მიმართულებით, რომ არა ის მუხანათობა და მზაკვრობა, რომელიც ხშირად მათ შორის ოფიციოზიდან გვესმის. შეიძლება არ თვლიდე, რომ ეს ხელისუფლება შენია, მაგრამ შეიძლება მოძებნო ფორმა, რომ ხალხს აძლევენ კანდიდატის სტატუსს? - ხალხი არის ერის ის ნაწილი, რომელიც იმ დროს ცხოვრობს ქვეყანაში. როგორ უნდა გაყო ხელისუფლება და ხალხი, როდესაც ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულია?“, - აღნიშნა ბაკურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner