logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან
- +

4 დეკემბერი. 2023. 00:13

 

 

თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსეთიდან მართული ხელისუფლება ჰყავს, ჩვენს ევროპელ პარტნიორს ის ინფორმაციაც ექნება, პანდემიის პერიოდში სოლიკო ვირსალაძის არაფერი დადგმულა ისეთი, რომ 50-60 ათასი დოლარი ყოველ თვეს აიღო ჰონორარად, - ამის შესახებ რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე „ქართული ოცნების“ პრორუსულობა, რამდენად დამაჯერებელია დასავლელი პარტნიორებისთვის. საუბრისა ბაკურაძემ მაგალითად ელენე ხოშტარია მოიყვანა, რომელიც ჰონორარებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს.

 

„ადამიანები, რომლებიც ასეთ მზაკვრულ საქციელს სჩადიან თავისი ქვეყნის წინაშე, მაინც და მაინც გონებრივადაც ვერ უნდა იყვნენ კარგად და ჯანმრთელად! თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რაზე ესაუბრება - მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი დღესაც იღებს ფულს რუსული ბიუჯეტიდან. თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს, ანუ რუსეთიდან მართული, ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროკავშირის მესვეურს ის ინფორმაციაც ექნება, პანდემიის პერიოდში სოლიკო ვირსალაძის არაფერი დადგმულა ისეთი, რომ 50-60 ათასი დოლარი ყოველ თვეს აიღო ჰონორარად საავტორო უფლებებისთვის. ძალიან სასაცილოა! თავს იგდებენ მასხრად“, - განაცხადა ბაკურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner