შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით ოპონენტები შეგუებულები არიან იმას, რომ 2016 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და სიტუაციის არევის მიზნით პროვოკაციებს აწყობენ.
„ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენს ოპონენტებს ისღა დარჩენიათ, რომ პროვოკაციები მოაწყონ. თავიდანვე შეგუებულები არიან იმას, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ამ მეთოდებით თუ შეძლებენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რასაც მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამას არ დავუშვებ!
30 სექმეტმბერს ჟურნალისტებს, ყველას მოგიწვევთ ამ მაღალ ტექნოლოგიური პროგრამის პრეზენტაციაზე და მოწვეული სზოგადოება თავისი თვალით იხილავს თუ რა მეთოდებით ვებრძვით კრიმინალს. ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.