„ალექსეი არესტოვიჩი ახლა დგას და ღიად საუბრობს, რომ იყო მეორე ფრონტის გახსნის საკითხი - სთხოვდნენ საქართველოს“, - ამის შესახებ პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უკრაინელები ახლა თავად საუბრობენ, რომ იყო მეორე ფრონტის გახსნის საკითხი. არესტოვიჩი ახლა დგას და ღიად საუბრობს ამ ყველაფერზე. ესეც ჩვენ ხომ არ გამოვიგონეთ?! ეგეც ახლა, მართლა, ბიძინამ იყიდაო, არესტოვიჩზე ვერავინ იტყვის. დგას და ღიად საუბრობს, რომ იყო მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, სთხოვდნენ საქართველოს და რომ ეს მართალია“, - განაცხადა ბასლანძემ
მისივე თქმით, საქართველომ „დანის ზედაპირზე“ გაიარა და ქვეყანამ, ყველაფრის მიუხედავად, ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო.