logo_geo
eng_logo
ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუედან“ წასვლის შესაძლებლობა ახსენა - კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ თამაშს პირველივე წუთებიდან ვიმსახურებ
- +

4 დეკემბერი. 2023. 01:50

 

 

ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა როსტოკის „ჰანზასთან“ მეორე ბუნდესლიგის დღევანდელ შეხვედრაზე, რომელშიც 81-ე წუთზე გატანილი გოლით „კარლსრუეს“ ქულა მოუტანა.

 

„კარლსრუე“ პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2-ს აგებდა და შესვენებამდე სხვაობა შეამცირა. ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ შემადგენლობაში მხოლოდ 62-ე წუთზე გამოჩნდა, მცველს წამიერი შეცდომა არ აპატია და როსტოკის „ჰანზას“ მეორე გაუტანა.

 

„მე მეტი სათამაშო დრო მჭირდება, რადგან შეცვლაზე თავის გამოჩენა უფრო ძნელია, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში თამაშისას. კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ თამაშს პირველივე წუთებიდან ვიმსახურებ. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვცდილობ. ზამთრის არდადეგებამდე ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ამის შემდეგ გუნდში ჩემს მდგომარეობაზე დავფიქრდები“, – ასეთი მკვეთრი კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემ.

 

ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანა, ბოლო ორ შეხვედრაში – სამი, უფრო მეტი, ვიდრე „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner