ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ტურის ცენტრალური შეხვედრაში ერთ-ერთ ლიდერს, „ინტერს“ დაუპირისპირდა და მტკივნეული მარცხი განიცადა – 0:3.
იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, რომელსაც „სტადიო დიეგო მარადონამ“ უმასპინძლა, ნეაპოლელებმა პირველ ტაიმში ორი რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ ელიფ ელმასისა და მატეო პოლიტანოს დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია.
მილანელებმა 44-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. სწრაფი შეტევა საჯარიმოს სიახლოვიდან თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ უძლიერესი და ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და „ინტერმა“ შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვა – 0:1.
მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიური პრესინგით დაიწყო და მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. 58-ე წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მეკარე იან სომერმა „ინტერი“ აშკარა გოლისგან გადაარჩინა.
მილანელებმა კი თავისი შანსი ამჯერადაც გამოიყენეს. 62-ე წუთზე სტუმრებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს და ნიკოლო ბარელამ ლამაზი გოლით „ინტერის“ უპირატესობა კომფორტულ სხვაობამდე გაზარდა – 0:2. 85-ე წუთზე კი მარკუს ტურამმა ნეაპოლელების იმედებს ხაზი გადაუსვა – 0:3.
14 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 24 ქულით მეხუტე ადგილზე დაქვეითდა, „ინტერმა“ (35) „იუვენტუსს“ *33) გადაასწრო და გალიდერდა.