logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რაც უფრო მეტი იქნება რეფორმები, უფრო მეტი იქნება შემოტევები რადიკალური ოპოზიციისგან
- +

4 დეკემბერი. 2023. 10:24

 

 

„რაც უფრო ბევრი იქნება ისეთი ამბები, რომლებიც აქვს მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების თემაზე, მკურნალობის თემაზე უშველებელი შეღავათები, რომელიც სოციალურ პაკეტში აისახა, რაც უფრო მეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტი, მეტი იქნება წარმატება იუსტიციის სისტემაში, მეტი იქნება ეკონომიკური მიღწევები და ციფრები იქნება დამაჯერებლად პოზიტიური, რაც უფრო მეტი იქნება რეფორმები ჯარში, უფრო მეტი იქნება შემოტევები“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სრული ბოდვა და წარმოუდგენელი შემოტევა საარჩევნო სისტემასთან და გარკვეული სპეკულაციები, თითქოსდა არაფერი არ კეთდება იმ რეფორმებისათვის, რასაც ჩვენ ევროკავშირი რეკომენდაციებს გვაძლევს. რასაკვირველია, გადაფარვა მიდის ამ თემების. გინდ კულტურაში ავიღოთ, სპორტში, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, იუსტიცია, ჯანდაცვა ამხელა, უშველებელი რეფორმებით და ეკონომიკური მაჩვენებლების აშკარა გაუმჯობესება. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც ისტერიკაა ატეხილი რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში. თუნდაც ის სოციალური პაკეტი, რასაც სამხედროები იღებენ, მშენებლობები, ოფიცრების ოჯახების დაკმაყოფილება და ბევრი სხვა რამ. ის რეფორმები, რომლებიც ჩატარდა მომარაგებაში, კვების ორგანიზებაში, რასაკვირველია, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებსაც არანაირი ბაგაჟი არ აქვთ, რომლითაც უნდა მივიდეს წინასაარჩევნო პერიოდამდე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner