„ზუსტად ის სისტემა ჭამს ნაცმოძრაობას, რაც თავად დათესა თავის დროზე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როგორ არაჯანსაღადაც იცხოვრა „ნაცმოძრაობამ“, ის შედეგი მიიღო ახლა და ზუსტად ის სისტემა ჭამს „ნაცმოძრაობას“, რაც თავად დათესა თავის დროზე: ბოროტების, ურთიერთდაპირისპირების, ქიშპობის, რიგგარეშე არჩევნების, არეულობის. ეს ყველაფერი, ჯამში აღებული, მიიღო „ნაცმოძრაობამ“. რაც ბუნებრივი პროცესი იქნება პოლიტიკური ლპობის ამ პოლიტიკური ბოროტების პარტიაში, ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან კარგი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ დღითიდღე მწვავდება - რეგიონული წარმომადგენლები და პარტიის წევრები ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, დატოვოს თავმჯდომარის პოსტი და „ნაცმოძრაობა“ დროებითმა საბჭომ მართოს. ხაბეიშვილის ფლანგი აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს.