logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის ამ დაჯგუფების შიგნით თავის პიკს მიუახლოვდა
- +

4 დეკემბერი. 2023. 11:06

 

 

„ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის ამ დაჯგუფების შიგნით თავის პიკს მიუახლოვდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც ძალიან ბევრი ვარაუდობდა. დაპირისპირება ძალას იკრებს. ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის ამ დაჯგუფების შიგნით თავის პიკს მიუახლოვდა. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ, როგორც ჩანს, აღარ დარჩა. ყველაფერი დასრულდება პარტიის გახლეჩით და დანაწევრებით“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

კრიზისი და დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ დღითიდღე მწვავდება - რეგიონული წარმომადგენლები და პარტიის წევრები ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, დატოვოს თავმჯდომარის პოსტი და „ნაცმოძრაობა“ დროებითმა საბჭომ მართოს. ხაბეიშვილის ფლანგი აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner