logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
- +

4 დეკემბერი. 2023. 12:24

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხელისშეშლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. 

 

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტში გადაიგზავნა, მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა  ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ დროს ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს.

 

„მათი მავნებლობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიდეს, მშვიდობა შევინარჩუნოთ, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner