logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გიორგი გახარია, რომელმაც ნიკანორ მელიას გამო უღალატა კანონის უზენაესობის პრინციპს, აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას
- +

4 დეკემბერი. 2023. 14:42

 

 

„ადამიანი იყო ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ გუნდის მხარდაჭერით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია. სამარცხვინო გადადგომის შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში ერთადერთი მიზნით, ებრძოლოს „ქართული ოცნებას“, -ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება“.

 

ბოჟაძეს თქმით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის  სატელიტად გადაიქცა.

 

„კრიტიკა და ჯანსაღი ოპონირება ნებისმიერი ოპოზიციონერისგან მისაღებია, თუმცა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდებები არასდროს იქნება მისაღები. გიორგი გახარია, რომელმაც ნიკანორ მელიას გამო, უღალატა კანონის უზენაესობის პრინციპს, უღალატა გუნდს და გადადგა, აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ადამიანი იყო ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ გუნდის მხარდაჭერით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია. სამარცხვინო გადადგომის შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში ერთადერთი მიზნით, ებრძოლოს „ქართული ოცნებას“, ებრძოლოს იმ ხალხს, ვინც მას ენდო და ანდო ასეთი მაღალი თანამდებობები და პასუხისმგებლობა, ებრძოლოს ყველანაირი უღირსი ხერხით და მეთოდით, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი „არ მოსულა“, არც ვინმეს წარსული ავიწყდება ხალხს და აღარც ვინმეს ტყუილი დაპირებების სჯერა. სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის  სატელიტად გადაიქცა, გახდა მათი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, თუმცა, 2024 წელს ისევე დამარცხდება მათთან ერთად, როგორც ეს 2012 წლის მერე ჩატარებულ ყველა არჩევნებში“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner