„როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ-წელიწადნახევარში შეიქმნა?“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება.“
მისი თქმით, გახარიას, წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.
„როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწადნახევარში შეიქმნა? ასეთი „შექმნილი“ ოჯახი მე ერთი ვიცი - კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი - უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. პრემიერ-მინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ „არ ვეხები“. დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს „ახლად შეუღლებული“ ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად - ორივე ერთად?“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.