logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არის ზუსტად ოლიგარქიის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე
- +

4 დეკემბერი. 2023. 15:22

 

 

„ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის ზუსტად ოლიგარქიის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მავნე გავლენა ოლიგარქებისა შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, სხვა პარტიებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არის ზუსტად ოლიგარქიის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ოლიგარქიული ჯგუფები არიან ჩართული ამ ბრძოლაში. შავი ფული, გავლენები, მათ შორის უცხოური გავლენები ტრიალებს და ამიტომ ხდება ის, რაც ხდება ამ პარტიაში. ეს ძალიან კარგია. როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც სრულად მართულია ქვეყნის გარედან, მათ შორის, ფულიც მოდის ქვეყნის გარედან, მისი გამოცხადებული ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და სისხლის სამართლის დამნაშავე, მისი არაფორმალური მმართველი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ევროპელი პენსიონერების ფულით აფინანსებს ოპოზიციურ პოლიტიკას და მედიას საქართველოში. ეს ყველაფერი არის სწორედ მავნე, ოლიგარქიული გავლენა ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მავნე გავლენა ოლიგარქებისა შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, სხვა პარტიებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის მნიშვნელობაზეც.

 

„ამ პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვს მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა და არანაირი შინაარსობრივი მნიშვნელობა. აქ არ არის დავა ღირებულებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე პარტიად დარჩება, როგორიც იყო, ასევე რჩება ისეთივე კორუმპირებულ პარტიად, ისევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედად რჩება, როგორიც იყო. აქამდე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოეყო ვითომ, ახლა ისევ შეუერთდნენ. გამოეყო „ლელო“, „გირჩი“, „დროა“, ეს არის ფარსი, ღირებულებით ისინი არიან ერთნი. „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის ერთი ღირებულებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც არის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი, ქართველი ხალხი მათ ეტყვის კიდევ ერთხელ უარს არჩევნებზე და მიუჩენს თავის ადგილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner