logo_geo
eng_logo
ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება
- +

4 დეკემბერი. 2023. 16:39

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner