logo_geo
eng_logo
„რევოლუციური პროექტი“- კრიმინალთან ბრძოლის მიზნით, მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრი გაიხსნება!
- +

12 სექტემბერი. 2016. 03:25



სექტემბრის  ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს გახსნის.


მინისტრის განცხადებით, პროექტზე 6 თვეა, მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. მღებრიშვილმა პროექტს „ახალი სიტყვა" და „რევოლუციური" უწოდა.


ეს არის ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის სისტემების განვითარება ქვეყნის მასშტაბით - ეს ვიდეოკამერები არის აღჭურვილი ანალიტიკური პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს პოლიციელს საქმიანობას, ასევე, საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. მე ხელთ მაქვს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ეს ტექნოლოგიები არის დანერგილი - ლონდონში 4 წლის განმავლობაში 416 000-დან დანაშაული შემცირდა 121700-მდე, ნიუ იორკში 15%-ით, ჩიკაგოში კი 26%-ით დაიკლო.

პირველი ეტაპი 30 სექტემბრისთვის სრულდება და მოგიწვევთ მაღალტექნოლოგიური ვიდეომონიტორინგის ცენტის გახსნაზე", - აღნიშნა შს მინისტრმა.


მე გეგმაში მაქვს, რომ პერიოდულად ამ ცენტრში მოვიწვიოთ სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც თავად ნახავენ, თუ რა მეთოდებით ვებრძვით ჩვენ კრიმინალს და რა საშუალებები გვაქვს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



ცენტრის პრეზიენტაცია 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner