logo_geo
eng_logo
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი: დაპირება შესრულებულია, ბათუმს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება
- +

4 დეკემბერი. 2023. 17:35

 

 

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახალი სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირება შესრულებულია, რითაც მოსახლეობის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. მწვანე სივრცეების განვითარებას სამომავლოდაც დიდი ყურადღება დაეთმობა.

 

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ  რესან კონცელიძესთან ერთად გაეცნო.

 

ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული ტერიტორიის ირგვლივ მიმდინარეობს ველობილიკისა და გარეგანათების სისტემის მონტაჟი.

 

პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამუშაოები მომდევნო წლის მაისში დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner