ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ესაუბრა ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციებზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.