logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: „ჰამასის“ სრულად განადგურებას ათწლეული დასჭირდება
- +

4 დეკემბერი. 2023. 21:29

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ სრულად განადგურებას ათწლეული დასჭირდება.

 

 

"ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მიზნები და მათი საბოლოო მიზანი - „ჰამასის“ სრულად განადგურება. ვინმე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, ომი 10 წელი გაგრძელდება", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ისრაელისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოება არ დადგება, თუ მისი უსაფრთხოება პალესტინელების სიცოცხლის ფასად იქნება მიღწეული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner