რუსმა ოკუპანტებმა დღეს განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ ავდეევსკის მიმართულებით ნოვობახმუტოვკას, სტეპნოის, ავდეევკასა და ჩრდილოეთ დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 15 წარუმატებელი თავდასხმა მოიგერიეს. ოკუპანტებმა ასევე მიიტანეს ავიაიერიში ალექსანდროპოლის მიდამოებში.
მარინსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა განაგრძეს საოკუპაციო ძალების შეკავება, რომლებმაც განახორციელეს 14 წარუმატებელი შეტევა საჰაერო მხარდაჭერით მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში უკრაინულმა ძალებმა მტრის 9 შეტევა მოიგერიეს, ხოლო დონეცკის ოლქის სოფელ ჩასოვ იართან ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს.