ავტორი ანა ნოდია
„რეპორტიორისთვის" ცნობილი ხდება, რომ კულტურის სამინისტრომ მომღერალ თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტის დასაფინანსებლად 15 000 ლარი გამოყო. კომისიის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა და ოქმი უწყებაშიც არის დაფიქსირებული. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ ეს ოქმი გააუქმა და შესაბამისად, დაფინანსებაზე უარი განაცხადა. როგორც უწყებაში „რეპორტიორს" განუმარტეს, კულტურის სამინისტრო ესტრადის მომღერლებს ვერ აფინანსებს.
„რეპორტიორი" ამ დრომდე ელოდება კულტურის სამინისტროს პასუხს, რატომ გადაიფიქრეს თემურ თათარაშვილის კონცერტის დაფინანსება, მაშინ როდესაც კომისიის გადაწყვეტილებით 15 000 ლარი გამოყოფილი იყო.
იხილეთ:
კულტურის სამინისტრომ თემურ თათარაშვილის საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2196