გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.