logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას
- +

5 დეკემბერი. 2023. 10:36

 

 

ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად 9 პრიორიტეტზე იმუშაოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა პროგრესზე მუშაობას იქამდე განაგრძობს, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner