logo_geo
eng_logo
საქართველოს მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული
- +

5 დეკემბერი. 2023. 11:04

 

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა.

 

პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) პროექტის და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის - GLOSIS მოთხოვნების შესაბამისი ნიადაგის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება.

 

მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

 

ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner