logo_geo
eng_logo
ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში - მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ
- +

5 დეკემბერი. 2023. 11:30

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის მიზანი ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო.

 

ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სექტორულ მიმართულებებში გულისხმობს.

 

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელთან

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner