logo_geo
eng_logo
თამარ ივერი: საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!
- +

12 სექტემბერი. 2016. 10:36


25 წლის ქართველი სოპრანო ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ამ ინფორმაციას საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

 

„მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა... კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს, თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღ-სალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა, არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!" - წერს თამარ ივერი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner