როგორი უკუღმართი თესლიც ჩააგდო ნიადაგში სააკაშვილმა, როცა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას ქმნიდა, დაგვიანებით, მაგრამ 20 წლისთავზე, თავისი შედეგი მაინც გამოიღო - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
"ადამიანები გარბიან ამ პარტიიდან და ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მალე გაფორმდება ამ პარტიის, სულ მცირე, ორ ნაწილად დაშლით, ან, შეიძლება, უფრო მრავალ ნაწილად. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო - როგორი უკუღმართი თესლიც ჩააგდო ნიადაგში მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როცა ქმნიდა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას, დაგვიანებით, მაგრამ 20 წლისთავზე, თავისი შედეგი მაინც გამოიღო,“ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.