logo_geo
eng_logo
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა
- +

5 დეკემბერი. 2023. 13:05

 

 

2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი. 

 

სიმპოზიუმი მიეძღვნა  ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.

 


სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა  მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრებას  ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში. 

 

სიმპოზიუმი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა. 

 

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ქუანგ წენგი და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი ელი ელისაშვილი. 

 

საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოთხი  სექცია მუშაობდა:  სამართალი;  ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი;  სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო  თემები და  სამეცნიერო  საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევითი  მიგნებები. 

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურებოდა  სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე. 

 

საერთაშორისო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული სინოლოგიის ფუძემდებელი, ჩინური ენის დამსახურებული პედაგოგი, პროფესორი ლიუ გუანვენი და სხვა საპატიო სტუმრები.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner