logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
- +

5 დეკემბერი. 2023. 13:40

 

 

ამ ცხრა დღეს მართლა გულისფანცქალით ველოდებით, როდის გაივლის, რომ მივიღოთ სტატუსი, თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ არის ჩვენთვის საბოლოო გაჩერება და მწვერვალი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გაწერილი გეგმის ფარგლებში, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს გვქონდეს დასაბუთებული პრეტენზია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

 

„ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს, ასევე სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ. დააკვირდით, როგორი პროცესები ვითარდება, მათ შორის პარტიულ მედიებში. მიადგნენ ჯარს, რადგან ჯარი არის საქართველოს პრესტიჟის და დასავლური მისწრაფებების განუყოფელი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს შეფასებებს იღებს ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან თავსებადობის თვალსაზრისით, დღეს ჯარისკაცის ირგვლივ ტრიალებს სარდლობა და არა პირიქით, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ისევე, როგორც სუს-ს და სასაზღვრო პოლიციას ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით დააბრალეს „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ თანამშრომლობა. ეს ხალხი წყობიდან არის გამოსული, რადგან სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ რამენაირად ამ ბოლო ცხრა დღეში დააზიანონ ჩვენი ევროპული მისწრაფება, თუმცა ვფიქრობ, რომ ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner