logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან კალათბურთის მოედანი მოეწყო
- +

5 დეკემბერი. 2023. 14:20

 

 

საბურთალოს რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის  ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის  მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

 

ამჯერად, კალათბურთის მოედანი დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან მოეწყო. 600 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა. სტადიონი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე  სტანდარტებს. 

 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner