“ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ”, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას - შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ, გავიდნენ, ელაპარაკონ და იქნებ ბარიერი გადალახონ. სხვანაირად გამორიცხულია. ჩვენ ეს რეკომენდაცია მივიღეთ და იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეეზღუდებათ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.