logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილზე: როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია „ლელო“ ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის
- +

5 დეკემბერი. 2023. 14:40

 

 

„ეს ნაცმოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს რომ ევროკავშირის მთავარი პრობლემა უნგრეთია.

 

ქადაგიძის თქმით, ვიქტორ ორბანი გულშემატკივრობს საქართველოს და უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას.

 

„როდესაც ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მიმართავდა, რომ ასოცირების ტრიოდან პირველ რიგში საქართველო იმსახურებს სტატუსს და უფრო მეტიც - უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას და ერთი ფაქტიც, რომ ევროკომისარი ვარჰეი ორბანის თანამემამულეა, დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას განსაკუთრებულად ზრდის. ჰო და როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის. ეს ნაცმოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს. ორბანი ბლოკავს უკრაინას და ამის მიზეზებს თვითონვე ხსნის, ხოლო გულშემატკივრობს საქართველოს და ამიტომაცაა დღეს უნგრეთი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორი! ამ ქალზე და ამის თაღლით პარტიაზე კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას - „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო,” - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner