logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით - ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ
- +

5 დეკემბერი. 2023. 14:53

 

 

არის ასეთი გამოთქმა, წაქცეულს წიხლს არ აჭერენო, ამიტომ მერიდება უკვე, რა ვთქვა არ ვიცი - ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით, ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს.

 

„სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა“, მეორე - ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა მელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულებმა ახალი ორგანიზაცია შექმნან. მელიას მომხრეების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ ხაბეიშვილის ფლანგში და ამბობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან ერთად შეგნებულად აზიანებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner