logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: პოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
- +

5 დეკემბერი. 2023. 14:55

 

 

„ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაპოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მათ ოპონენტები იბრძოდნენ, რომ საქართველოს „ქართულ ოცნების“ მმართველობის პერიოდში კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

 

„ხელმოცარულები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ერთმანეთი დაასმინეს. ხომ მოვისმინეთ, როგორი წინააღმდეგები იყვნენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა საქართველოს ჩვენი მმართველობის პერიოდში. ამ ხელმოცარულებს მერე დააკვირდით, რა კომენტარებს გააკეთებენ 15 დეკემბერს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად 9 პრიორიტეტზე იმუშაოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა პროგრესზე მუშაობას იქამდე განაგრძობს, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner