“ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული”, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„კარგი იქნება, როცა რაღაცას აპროტესტებენ ხოლმე ოპოზიციაში არქივში მოვიძიოთ ცოტა ხნის წინ რას ითხოვდნენ. დავინახავთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ითხოვდნენ, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ დაფინანსების საშუალება, რადგან ისინი ტენდერში მოიგებენ და მერე მოხდება მათ მიერ დაფინანსება „ქართული ოცნებისა“ და ა.შ. ამიტომ აქაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული. დღეს მოსახლეობაში იმის დანერგვა მიმდინარეობს, რომ ტენდერში გამარჯვება თითქოს რაღაც კრიმინალი და დანაშაულია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სატენდერო სისტემა აქვს საქართველოს შექმნილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში უთანხმოების ახალი მიზეზი გახდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროდირექტივის გათვალისწინებით მომზადებული ცვლილებები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მმართველი გუნდი კი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.