logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“
- +

5 დეკემბერი. 2023. 15:02

 

 

არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ის, რაც პოლიტიკურ ნაწილში ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება, კანონზომიერია.

 

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შემხედველს მგონია, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ. ისე, არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“, ამ შემთხვევაში შეიძლება, როლებზეც ვერ შეთანხმდნენ, ესეც რეალურია. მთავარი როლი ვის ექნება და ვის მეორეხარისხოვანი, აქაც ვერ შეთანხმდებიან. თუმცა, ის, რაც პოლიტიკურ ნაწილში ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება, კანონზომიერია. თავად ოპოზიციონერებიც აღნიშნავენ, რომ რაც დათესა, იმას იმკის ახლა „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა მელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულებმა ახალი ორგანიზაცია შექმნან. მელიას მომხრეების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ ხაბეიშვილის ფლანგში და ამბობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან ერთად შეგნებულად აზიანებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner