პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფაქტების გარეშე აბსურდულია რაიმეზე საუბარი.
„არავითარი ზეწოლა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები თვითონ მოსამართლეების მხრიდან, რომ არ არის არანაირი ზეწოლა. თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და იმათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა, გამოვიდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.