საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა TWINNG-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2022 წელს დაიწყო. TWINNING-ის 2-წლიანი პროექტი საპარლამენტო ზედამხედველობას გააძლიერებს საჯარო ფინანსებზე.
პროექტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარი პარტნიორი ნიდერლანდების ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემია და ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატაა.