logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია
- +

5 დეკემბერი. 2023. 16:21

 

 

„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, აქ სასპეკულაციო არაფერია.

 

„ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია. არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner