„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ლიგა გაიმართება.
სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტული ტურნირები ჩატარდება, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან. მათ შორის: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა.
სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება.
ლიგაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სპორტის მასწავლებელს, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციის გავლასა და ტურნირისთვის მომზადებაში.
სასკოლო ლიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე
„ჩვენი მიზანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, აირჩიოს ცხოვრების სწორი გზა. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც ბევრ წარმატებას გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას შევთავაზებთ, წავახალისებთ, რომ იაქტიურონ და განავითარონ საკუთარი უნარები. ჩვენი დიდი სურვილია, მომავალში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტის იმ სახეობებით, რომლებსაც ჯერჯერობით საქართველო სათანადოდ ვერ წარადგენს მსოფლიო ჩემპიონატზე. გვჯერა, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზებენ, მაგრამ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ“, - აღნიშნავს სასკოლო ლიგის ადმინისტრატორი, როინ რაზმაძე.
„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათთვის შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელებას. მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. სასკოლო ლიგასთან ჩვენი თანამშრომლობაც ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.