logo_geo
eng_logo
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს Nneka-ს კონცერტი გაიმართება
- +

12 სექტემბერი. 2016. 11:08




12 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  ივენთ მენეჯმენტ კომპანია „Funday entertainment"-ის ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით - „Walking to Tbilisi".


ნეკა ლუსია ეგბუნა - დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში; 19 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში - ამ პერიოდიდან იწყებს კარიერას, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ნნეკა რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley; აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს  ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა "Viva Africa". ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს". Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს "The Miseduction of Lauryn Hill" შეადარა.


მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული ნნეკა 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით, "My Fairy Tales" წარდგა მსმენელის წინაშე. "My Fairy Tales" გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებით და რუთს რეგის რიტმიკით. ნნეკა ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა "Walking", რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს ; კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა. სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ "Walking to Tbilisi" ჰქვია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner