logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს
- +

5 დეკემბერი. 2023. 18:12

 

 

„ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ  საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ  ხაბეიშვილის თავით სიარულს“, -  პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

 

„მე მესმის ამ პარტიის წევრების. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მთელ საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და  თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

ბათუმის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული  ორგანიზაციის 17 წევრი გამოეყო.

 

ამის მიზეზად ისინი არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner