logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი FARA-ს კანონზე: ზუსტად ამ კანონმა გააშიშვლა მათი ისედაც შიშველი მეფე და თუკი ევროკავშირი მიიღებს მსგავს კანონს, ბევრი გაშიშვლებული ადამიანი იქნება ზუსტად იმ ლობისტების მხარეს
- +

5 დეკემბერი. 2023. 18:44

 

 

ევროკავშირის მიერ FARA-ს ანალოგი კანონის მიღების შესაძლებლობას ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ პროცესების საინტერესოდ განვითარებას უნდა ველოდოთ.

 

„დაველოდოთ, საინტერესო პროცესები გველის წინ, მაგრამ მინდა ნაცმოძრაობის, განსაკუთრებით ახალგაზრდული, გულანთებული ფრთის წარმომადგენლებს შევახსენო, რომ ამერიკული „რუსული კანონის“ FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, ამერიკულმა იურიდიულმა კომპანიამ „აკერმანმა“ ამერიკის იუსტიციის საბჭოს წარდგენილ ანგარიშში მათ საყვარელ ბელადს სააკაშვილს ზუსტად რომ აგენტი უწოდა. ასე წერია იმ ანგარიშში - აგენტ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრს ამ ტიპის სერვისი ჩაუტარდა. მასში ცენტის ჩათვლით არის გაწერილი, ვის რა თანხა გადაუხადეს, რა ფაქტობრივი ზიანი მიაყენა ამერიკულმა თუ რუსულმა (ეს თავად გაარკვიონ, რომელია) FARA-ს კანონმა მიხეილ სააკაშვილს, მის ოჯახს თუ პარტიას, რაც ძალიან საინტერესოა. თუმცა, არანაირი პროტესტი არ გვინახავს ამასთან დაკავშირებით და კითხვაც არ დასმულა, საიდანაა ნაშოვნი ის მილიონობით დოლარი, რომელიც სახელფასო ფონდიდან იქნა შეკოწიწებული, რომელიც ანგარიშის მიხედვით დაიხარჯა ლობისტურ კომპანიებზე. კითხვებზე მეტი რა იყო მარტის მართლაც და ცხელ დღეებში“, -  განაცხადა  დავით ქართველიშვილმა.

 

მისი თქმით, იმ  შემთხვევაში, თუ ევროკავშირი, როგორც ეს დაანონსებულია, მიიღებს FARA-ს მსგავს კანონს, ნათელი მოეფინება იმას, თუ ვინ ატარებდა წლების  განმავლობაში ევროპაში ნაცმოძრაობის და მისი ლიდერის ინტერესებს.

 

„ზუსტად ამ კანონმა გააშიშვლა მათი [ნაციონალური მოძრაობა] ისედაც შიშველი მეფე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ევროკავშირი მიიღებს მსგავს კანონს, იმდენი გაშიშვლებული ადამიანი იქნება ზუსტად იმ ლობისტების მხარეს, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავდნენ ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან თუ მათ მიერ მიღებული რეზოლუციებიდან.

 

ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები გველის წინ, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაანონსებულია, დეკლარირებულია, რომ უნდა მიიღონ. მიიღონ, ჩვენ გავეცნობით ამ კანონს, ზედმიწევნით ვთარგმნით მის ტექსტს, იმისთვის, რომ ვნახოთ რუსული ხომ არ იქნება და ა.შ.“  - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner