logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
- +

5 დეკემბერი. 2023. 20:01

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

 

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ევროინტეგრაციაზე და განიხილეს აშშ-თან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

 

 

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

 

 

ვაფასებთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner