"ამ ოპოზიციამ უკვე რვა არჩევნებში მოსინჯა გაერთიანებაც, შუაში, მარცხნივ და მარჯვნივ დადგომაც, ყველა ჯერზე წააგეს არჩევნები, თან ისე, რომ დამკვირვებლებმა თქვეს, ეს იყო კონკურენტული და ყველა წესის დაცვით ჩატარებული არჩევნებიო," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ნდობის მოპოვება პირველ რიგში ხდება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.
„ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაში ვინმე ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ შუაში თუ გვერდით დგომით არ ხდება საზოგადოების ნდობის მოპოვება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.