პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგანაა რჩევა მიღებული.
მისი თქმით, ვენეციის კომისია რჩევებს იძლევა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამიტომ რეკომენდაცია გასათვალისწინებელია.
„ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივაა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხი, ან ოდესმე ამაზე სერიოზულად ჰქონდეს ნაფიქრალი. რასაკვირველია, ვენეციის კომისია, რომელიც არის ევროკავშირის სტრუქტურა და რომელიც ექსპერტებისაგან შედგება, ამ რჩევებს იძლევა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენც, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, შესაძლოა, აეკრძალოთ. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.