"საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ იმსახურებს ნატოს წევრობას," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
„საქართველომ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები, სისტემები შესაბამისობაში მოგვეყვანა ნატოს სტანდარტებთან. გვეჩვენებინა აქტიურად, რომ არ გვინდა ჩვენ ვიყოთ მხოლოდ მოსარგებლე უსაფრთხოების სისტემის ძალებით, არამედ გვინდა ვიყოთ კონტრიბუტორი და სწორედ ამიტომ ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა მისიაში. საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ იმსახურებს ნატოს წევრობას, ასე რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხარეს არის ის გადაწყვეტილება, რაც მისაღები აქვთ, რომ როგორც მინიმუმ, როგორც ევროკავშირის შემთხვევაშია, იყოს მკაფიო - რა მოლოდინები არის, დროის რა გრაფიკი, კრიტერიუმებია საჭირო წევრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა, რომელმაც ამდენი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში და მსხვერპლი გაიღო, მკაფიო მოლოდინები და პასუხები მოისმინოს ნატოსგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.