logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე: კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-სთან დაახლოების მხრივ
- +

5 დეკემბერი. 2023. 21:22

"კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-სთან დაახლოების მხრივ. ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ნატო-ში აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და სხვა წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

 

 

პაპუაშვილის თქმით, საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია.

 

 

„ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. ხვალ მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. დღეს შეხვედრა იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე საქართველოს მისწრაფებებზე წევრობაზე. კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-სთან დაახლოების მხრივ, ასევე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში. მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რომ გამოწვევები და გამომდინარე სრულად უზრუნველყოს უსაფრთხოება და ამავე დროს სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ. მათ შორის სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების საკითხებზე გვქონდა საუბარი და სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია. სხვადასხვა ფორმატებით ხორციელდება თანამშრომლობა და დახმარება, რაც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება. მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი და ამას სჭირდება პასუხი ნატო-ს მხრიდან, რომ მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია. ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ნათელია. წლების განმავლობაში, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია ნატი-სა და მისი წევრო ქვეყნების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი კონტინენტის მონაწილეობით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოში. ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს არის ასევე უსაფრთხოების გარანტია ნატოსა და ევროკავშირისთვის, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გზები, თუ მილსადენები გადის, რაც იმას უზრუნველყოს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ესა, თუ ის საქონელი თუ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამიტომ, საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ევროკავშირისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner