logo_geo
eng_logo
პარლამენტის წევრებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - “Invest in Georgia”- ს ანგარიშის 2020–2023 წლების პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
- +

5 დეკემბერი. 2023. 21:33

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - “Invest in Georgia”- ს ანგარიშის 2020–2023 წლების პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

Invest in Georgia-ს 2020–2023 წლების ანგარიში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიდია ქართული დიასპორის როლი, შესაბამისად, მზადდება დიასპორისთვის ეკონომიკურ ფორუმი: წარმატებული ქართველების შეკრება, რათა მოხდეს მათი კიდევ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

 

კომიტეტში, პირადად ჩემი და საერთაშორისო ექსპერტების თანაავტორობით, მაღალპროფესიულ მეცნიერულ დონეზე მომზადდა მოკვლევა - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“. ეს არ არის უბრალო საპარლამენტო მოკვლევა, ეს პრაქტიკულად არის დიასპორის ეკონომიკაში ეფექტიანად ჩართვის სტრატეგია, რომლის მთავარი საფუძველი სწორედ ირლანდიური მოდელია. ამიტომ, როდესაც მიხეილ ხიდურელმა ახსენა ირლანდიური მოდელი, მე ვთხოვე უფრო ფართოდ ესაუბრა აღნიშნულ მოდელზე. ამასთან შევთანხმდით, რომ მომავალში აუცილებლად ჩატარდება ფორუმი, რომელზეც მოწვეულები იქნებიან წარმატებული დიასპორელები მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც აქ დახვდებათ მზა პროექტები. ვიცე- პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათდამი დაქვემდებარებულ სხვა უწყებებთან ერთად გაგრძელდება ირლანდიურ მოდელზე მუშაობა და მისი იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ და მადლობა გადაუხადა მთავრობასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გაწეული საქმიანობისათვის.

 

 

დამსწრე საზოგადოებას მიმართა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner