logo_geo
eng_logo
გიორგი აბაშიშვილი: არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას ხედავს
- +

5 დეკემბერი. 2023. 22:48

"ბიზნესის მხრიდან არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა არის მაღალი, რაც ავტომატურად ითარგმნება ყველაზე პრაქტიკულ შედეგში, ეს არის ეკონომიკური აქტივობა," - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

 

 

„როდესაც საწარმოთა ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თავისთავად ცხადია, რომ ეს მეტყველებს სტაბილური გარემოსადმი ნდობაზე და მომავლის პერსპექტივისადმი კარგად აღქმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ხედავს განვითარების შესაძლებლობას არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში“, - აღნიშნავს აბაშიშვილი.

 

 

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის საქმიანობამ, 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის ცხრა პროცენტით აღემატება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner